საერთაშორისო სიმპოზუმი - ბიბლია სიტყვებსა და სახეებში

შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, 2022 წლის 27-29 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ბიბლია სიტყვებსა და სახეებში“.

ზაზა ალექსიძის საკითხავები XVI სემინარი

18  დეკემბერს, 18:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის არმენოლოგიის კათედრა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი გიწვევთ ინტერდისციპლინარული სემინარების ციკლის „ზაზა ალექსიძის საკითხავების“ XVI სემინარზე. 

მუდმივმოქმედი სემინარი

2021 წლის 12 აპრილიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართა ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარების ციკლი „კანონი და შუა საუკუნეების სულიერი და ინტელექტუალური ტენდენციები: norma normans და norma normata“

მივლინება სომხეთში - სამეცნიერო ანგარიში

29 მარტს, 14:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ზაზა ალექსიძის სახელობის  მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ცენტრის თანამშრომლების: ხათუნა გაფრინდაშვილის, დალი ჩიტუნაშვილისა და ირმა ხოსიტაშვილის სომხეთში მივლინების სამეცნიერო ანგარიში, გამოვლენილი სიახლეები და შედეგები.

მუდმივმოქმედი სემინარების ციკლი

2019 წლის 3-იდან 11 დეკემბრის ჩათვლით გაიმართა ქრისიტანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინართა ციკლი.

ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი გიწვევთ პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექციზე: „ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობათა ისტორიის დიდი სიახლე“. 

   

სემინარი - ალლა ნაგორსკი და ლეონიდე გრილიხესი

2019 წლის 9 ოქტომბერს, ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა. სემინარზე მოხსენებები წაიკითხეს: ალლა ნაგორსკიმ  და მ. ლეონიდე გრილიხესმა. 

რობერტ შიკის სემინარი

ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი გიწვევთ  ამანის (იორდანია) ამერიკული კვლევითი ცენტრის დამოუკიდებელი მკვლევრის, არქეოლოგისა და ისტორიკოსის, რობერტ შიკის საჯარო სემინარზე. სემინარი გაიმართება პარასკევს, 15 სექტემბერს, თბილისის დროით 18 საათზე. 

ჰეინცგერდ ბრაკმანისა და თინათინ ქრონცის მოხსენებები

2019 წლის 18 სექტემბერს ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრისა და ბიზანტინისტიკის კათედრის მიერ ორგნიზებული მორიგი ერთობლივი  სემინარი გაიმართა. 

მუდმივმოქმედი სემინარი „გზაჯვარედინები“

2019 წლის 24 ივნისს გაიმართა ევროპის აკადემიის თბილისის ცენტრისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის გამორჩეული სემინარების სერიის -„გზაჯვარედინების“ სემინარი - ლიტერატურული ფორმების მრავალფეროვნება. სემინარზე მოხსენებით წარსდგა იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, მაიკლ სტიუნი

ანეგრეტ პლონტკე ლუნინგის მოხსენება

2019 წლის 6 ივნისს ჩატარდა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის გაერთიანებული სემინარი. 

საერთაშორისო კონფერენცია

2018 წლის 21-25 მაისს, თბილისში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰელსინკის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკლტეტთან არსებული ექსელენს ცენტრის – ცვლილებები წმინდა ტექსტებსა და ტრადიციებში (cstt – Changes in Sacred Texts and Traditions) – ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია: გლობალური და ლოკალური ცვლილებები გვიან მეორე ტაძრის პერიოდში (Global and Local Transitions in the Late Second Temple Period).

ბერნარ კულის მოხსენებების ციკლი

2017 წლის 22 და 23 მაისს  „ერაზმუს+“-ის ფარგლებში თსუ-ში გაიმართა ლუვენ ლა ნევის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ბერნარ კულის, მოხსენებების ციკლი.

საერთაშორისო სიმპოზიუმი

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლის 1, 2 და  3 მაისს გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი "გადამწერის შეცდომიდან ახალ ტექსტებამდე: შეიძლება თუ არა შეიცვალოს (წმინდა) წერილი".