რობერტ შიკის სემინარი
ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი გიწვევთ ამანის (იორდანია) ამერიკული კვლევითი ცენტრის დამოუკიდებელი მკვლევრის, არქეოლოგისა და ისტორიკოსის, რობერტ შიკის საჯარო სემინარზე. რობერტ შიკმა, როგორც არქეოლოგმა და ისტორიკოსმა, მთელი თავისი სამეცნიერო მოღვაწეობა მიუძღვნა იორდანიასა და ისრაელ/პალესტინაში გვიან რომაული და ისლამამდელი პერიოდების კვლევას.
მას 1987 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ჩიკაგოს უნივერსიტეტში, ნაშრომისთვის – ქრისტიანული თემი პალესტინაში ბიზანტიურიდან ისლამურ მმართველობამდე. ამ ეტაპზე იგი იკვლევს სამხრეთ იორდანიაში არსებულ რელიგიურ გადასვლებს – წარმართობიდან ქრისტიანობაზე და ქრისტიანობიდან ისლამზე.
მას აგრეთვე, აინტერესებს იერუსალიმის ისლამური უბნები და ძეგლები. ბოლო პერიოდში მისი თანაავტორობით გამოვიდა ნაშრომი : The Noble Sanctuary, A Photographic and Historical Exploration of Jerusalem’s al-Aqsa Mosque (Amman: National Press 2023).
შიკს აქვს საკმაოდ დიდი საველე არქეოლოგიური გამოცდილება, განსაკუთრებით იორდანიაში. იგი იკავებდა მკვლევრისა და მასწავლებლის პოზიციას იერუსალიმსა და ჰაიდერაბადში (ინდოეთი). ბოლო დროს, 2014-19 წლებში, მუშაობდა მაინცის უნივერსიტეტში (გერმანია).
თარიღი: პარასკევი, 15 სექტემბერი, თბილისის დროით 18 საათი.
მისამართი: თსუ-ის პირველი კორპუსის 203-ე აუდიტორია.