მუდმივმოქმედი სემინარი

2021 წლის 12 აპრილიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართა ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარების ციკლი „კანონი და შუა საუკუნეების სულიერი და ინტელექტუალური ტენდენციები: norma normans და norma normata“.  სემინარების ფარგლებში მოხსენებები წაიკითხეს საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებმა: 

ანა ხარანაული – 1. კანონი: ტერმინი და მისი ისტორია; 2. კანონი და ძველი აღთქმა;

ნინო დობორჯგინიძე – კანონი და ტექსტი;

მაია მაჭავარიანი – კანონი და აგიოგრაფია;

ნიკოლოზ ალექსიძე – კანონი და წმინდანთა კულტი;

ასმათ ოქროპირიძე, ზაზა სხირტლაძე – კანონი და საეკლესიო ხელოვნება;

თინა ქრონცი – კანონი და ლიტურგიკა;

მაგდა სუხიაშვილი – კანონი და საეკლესიო მუსიკა;

ლელა ხაჩიძე – კანონი და ჰიმნოგრაფია;

სოფიო სარჯველაძე – კანონი და ახალი აღთქმა;

თინა დოლიძე – კანონი და ენა