ფელიქს ალბრეხტის ვიზიტი
2024 წლის 7-12 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (FR-21-3104: მცირე წინასწარმეტყველთა წიგნების ძველი ქართული თარგმანები) ფარგლებში ესტუმრა პროექტის უცხოელი კონსულტანტი, გეტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტის დირექტორი, მცირე წინასწარმეტყველთა ბერძნული ტექსტის გამომცემელი, ფელიქს ალბრეხტი.
ვიზიტის ფარგლებში ფელიქს ალბრეხტმა ჩაატარა კონსულტაციები მცირე წინასწარმეტყველების ბერძნული თარგმანის, მისი წყაროებისა და ტექსტის ისტორიის შესახებ, მიიღო მონაწილეობა ვორქშოპში „ბიბლიის კვლევები ციფრულ სამყაროში“, სადაც წაიკითხა მოხსენება "Navigating Tradition: The Göttingen Collation Book and the Textual Transmission of the Minor Prophets".
კონსულტაციებს ესწრებოდნენ პროექტის ძირითადი და დამხმარე პერსონალი, ასევე თსუ სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია“ და სადოქტორო პროგრამის „ბიბლიის ფილოლოგია“ სტუდენტები.