მუდმივმოქმედი სემინარების ციკლი
2019 წლის 3-იდან 11 დეკემბრის ჩათვლით გაიმართა ქრისიტანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინართა ციკლი.
- 3 დეკემბერს მოხსენებით „ნების გაგება ეკლესიის მამათა ფილოსოფიაში“ აუდიტორიის წინაშე წარსდგა თეო კობუში (ბონის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი);
- 6 დეკემბერს ნიკოლოზ ალექსიძემ (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ) წაიკითხა მოხსენება თემაზე: „წმინდანთა კულტი და ძალაუფლების ლეგიტიმაცია გვიანანტიკურ კავკასიაში“;
- 11 დეკემბერს სემინარი ეკატერინე გედევანიშვილმა (გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი) წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ხახულის ღმრთისმშობლის ეკლესიის გუმბათის შემკულობა - ესქატოლოგია და ეროვნული კონტექსტი“.