მუდმივმოქმედი სემინარი „გზაჯვარედინები“

2019 წლის 24 ივნისს გაიმართა ევროპის აკადემიის თბილისის ცენტრისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის გამორჩეული სემინარების სერიის -"გზაჯვარედინების" სემინარი - ლიტერატურული ფორმების მრავალფეროვნება. სემინარი მიეძღვნა ბიბლიური ტექსტების ლიტერატურული ფორმების მრავალფეროვნებას. სომხური აპოკრიფული და ფსევდოეპიგრაფიკული ტექსტების მაგალითზე მომხსენებელმა, მაიკლ სტოუნმა აჩვენა, თუ როგორ ხდება ზოგადი ტენდენციების განვითარება ლოკალურ ტრადიციებში და როგორ ირეკლავს ეს პროცესი ნაციონალური კულტურის ხასიათს.