ჰეინცგერდ ბრაკმანისა და თინათინ ქრონცის მოხსენებები
2019 წლის 18 სექტემბერს ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრისა და ბიზანტინისტიკის კათედრის მიერ ორგნიზებული მორიგი ერთობლივი სემინარი გაიმართა. სემინარზე მოხსენებით წარდგნენ: ჰეინცგერდ ბრაკმანი (დოლგერის ინსტიტუტი, ბონი) თემით: „ერთი ეკლესია და ლიტურგიების მრავალფეროვნება“; თინათინ ქრონცი (კოლნის უნივერსიტეტი, სიძველეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ბიზანტინისტიკის განყოფილება) თემით: „ქართული ლიტურგიკული წყაროები და მათი მნიშვნელობა პალესტინური და ბიზანტიური ღვთისმსახურების ისტორიისთვის“.