მივლინება სომხეთში - სამეცნიერო ანგარიში

2019 წელს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ძველ ხელნაწერთა კვლევით ინსტიტუტს -  მატენადარანს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტში (13-19) ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების თანამშრომლები: ხათუნა გაფრინდაშვილი, დალი ჩიტუნაშვილი და ირმა ხოსიტაშვილი – სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდნენ  სომხეთში, მატენადარანში  დაცული ქართული  ხელნაწერებისა და ფრაგმენტების აღსაწერად.

29 მარტს, 14:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ზაზა ალექსიძის სახელობის  მუდმივმოქმედ სემინართა ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მივლინების სამეცნიერო ანგარიში, გამოვლენილი სიახლეები და შედეგები.

მისამართი: მერაბ ალექსიძის 1/3, ელო მეტრეველის სახელობის დარბაზი.