სემინარი - ალლა ნაგორსკი და ლეონიდე გრილიხესი

2019 წლის 9 ოქტომბერს ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა. სემინარზე მოხსენებები წაიკითხეს: ალლა ნაგორსკიმ (ისრაელის სიძველეთა სამმართველო, არქეოლოგი) „საეკლესიო მშენებლობა იუდეის დაბლობზე. მოსახლეობის პრობლემები“ და  მ. ლეონიდე გრილიხესმა (მოსკოვის სასულიერო აკადემიის დოცენტი, ბრუსელის იობ მრავალმოწამის ტაძრის წინამძღვარი) „სახარების სწავლებანი და ბიბლიისგარე ენობრივი მონაცემები“.