ანეგრეტ პლონტკე ლუნინგის მოხსენება

2019 წლის 6 ივნისს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის გაერთიანებული სემინარის ფარგლებში, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის პროფესორმა ანეგრეტ პლონტკე ლუნინგმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „იერუსალიმი კავკასიაში. საეკლესიო ნაგებობები და რელიკვიური ტრადიციები ქრისტიანობის ადრეულ საუკუნეებში“