ანა ხარანაული - დირექტორი
ანა ხარანაული არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006 წლიდან), მიჰყავს სხვადასხვა საბაკალავრო და სამაგისტრო კურსი ქართული ფილოლოგიის ისტორიის, თარგმანთმცოდნეობისა და და ტექსტუალური კრიტიკის შესახებ, ხელმძღვანელობს სადოქტორო („ქართული ბიბლიის ფილოლოგია“) და სამაგისტრო („შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია“) პროგრამებს.
სპეციალიზაციის სფეროები: ბერძნული და ქართული ბიბლიის ტექსტოლოგია; თარგმანის ტექნიკა ანტიკურობასა და შუა საუკუნეებში; ბიბლიის ძველი ქართული თარგმანის ენა; ლექსიკოგრაფია; ბიბლიის ეგზეგეტიკა შუა საუკუნეებში.
არის ევროპის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიისა და გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, IOSCS-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საგამომცემლო სერიის - “De Septuaginta Investigationes” (DSI), Göttingen: Vandenhoeck & Ruprecht მრჩეველთა საბჭოს წევრი.
მიმდინარე პროექტი: „მცირე წინასწარმეტყველთა წიგნების ძველი ქართული თარგმანები (ტექსტის გამოცემა, გამოკვლევა“ (რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, FR-21-3104).
email: ana.kharanauli@tsu.ge
თინა დოლიძე - საბჭოს წევრი
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი; ბიზანტინისტიკის კათედრის ხელმძღვანელი; 2017-2021 წწ. თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი; ბიზანტიური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის (ბიზანტიური ფილოლოგია), აგრეთვე სამაგისტრო (ბერძნულ-რომაული ფილოლოგია) და სადოქტორო პროგრამების (ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია) ბიზანტიური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი; მიჰყავს სალექციო კურსები ბერძნულ და ლათინურ პატრისტიკაში, ბიბლიურ ეგზეგეტიკაში.
სპეციალიზაციის სფეროები: ეკლესიის მამათა ღვთისმეტყველება, ბიბლიის ეგზეგესა ეკლესიის მამათა შემოქმედებაში, გვიანანტიკური ფილოსოფია, ბიზანტიურ-ქართული თეოლოგიური რეცეფციის ისტორია, ბერძნულ-ქართული ლიტერატურული კავშირები.
კვლევითი ინტერესები: ბერძნულენოვანი პატრისტიკა, განსაკუთრებით, ორიგენეს ჰერმენევტიკა და კაპადოკიელი მამების ღვთისმეტყველება, ენის თეორია პატრისტიკაში, ბიბლიის ეგზეგესა პატრისტიკაში, ბერძნული ფილოსოფიის რეცეფცია პატრისტიკულ ნააზრევში, შუა საუკუნეების ბერძნული და ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია.
წევრობა: პატრისტიკულ კვლევათა საერთაშორისო ასოციაციის (IAPS/AIEP) საბჭოს წევრი, IAPS/AIEP ეროვნული კორესპონდენტი; ბიზანტინისტიკის საერთაშორისო ასოციაციის ქართული ეროვნული კომეტეტის წევრი; საერთაშორისო წელიწდეულის Adamantius (პიზა/ბოლონია) უცხოელი კორესპონტენტი; საერთაშორისო წელიწდეულის PHASIS. Greek and Roman Studies (Institute of Classical, Byzantine and Modern Greek Studies, Ivane Javakhishvili Tbilisi State University) სარედაქციო კომიტეტის წევრი; სერიის პატრისტიკული კვლევა საქართველოში“ (თსუ კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა და ნეოგრეცისტიკა) მთავარი რედაქტორი.
აკადემიური ვიზიტები: ბონის რაინის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი (საჯარო ლექცია), ბრემენის უნივერსიტეტი (კვლევა), იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი (კვლევა, საჯარო ლექცია), ბუდაპეშტის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი (საჯარო ლექცია), Alma Mater Studiorum - ბოლონიის უნივერსიტეტი (კვლევა, ლექციები), მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი (კვლევა, ლექცია), კემბრიჯის უნივერსიტეტი (კვლევა), ბოხუმის უნივერსიტეტი (კვლევა), მაინცის უნივერსიტეტი (კვლევა) კიოლნის უნივერსიტეტი (კვლევა), საარლანდის უნივერსიტეტი (კვლევა).
მიმდინარე პროექტი: ბიზანტიურ-ქართული ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი მოვლენები და თარიღები (პროექტი ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით).
email: tinatin.dolidze@tsu.ge
ზაზა სხირტლაძე - საბჭოს წევრი
ზაზა სხირტლაძემ 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით. მას აქვს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის სამეცნიერო წოდება 2003 წლიდან (სადისერტაციო თემა „ადრეული შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა. თელოვანის ჯვარპატიოსანი“).
ზაზა სხირტლაძე ამჟამად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის დირექტორი. იგი ხელმძღვანელობს საბაკალავრი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ხელონებათმცოდნეობაში. ზაზა სხირტლაძის ძირითადი სამეცნიერო ინტერესებია შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის და საქართველოს ხელოვნება, კულტურული ურთიერთმიმართებები სამხრეთ კავკასიაში, სამონასტრო ცხოვრება უდაბნოში. იგი ავტორია რამდენიმე წიგნისა, აგრეთვე ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული მრავალრიცხოვანი სტატიებისა, რომელთა ნაწილი შესრულდა მისი სამეცნიერო მივლინებების დროს დუმბარტონ ოკსში (ვაშინგტონი, ამერიკის შეერთებული შტატები), ვორიკში, ოქსფორდსა და კებრიჯში (დიდი ბრიტანეთი), კოლეჟ დე ფრანსში (პარიზი, საფრანგეთი).
ზაზა სხირტლაძე მონაწილეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბულგარეთში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, კვიპროსზე, საფრანგეთში, საქართველოში, სომხეთში, უნგრეთში, შვეიცარიაში ჩატარებულ მრავალრიცხოვან სიმპოზიუმებში, ვორკშოფებსა და სემინარებში. ამასთანავე, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში იგი ჩართული იყო სხვადასხვა პროექტში, როგორ მონაწილე ან ხელმძღვანელი, მათ შორის: “გარეჯის უდაბნოში ახლად აღმოჩენილი, ადრექრისტიანული კლდეში ნაკვეთი მონასტრების ფიქსაცია, რესტავრაცია და კვლევა” (1997-2000), “გარეჯის უდაბნოს, წმ. დავით გარეჯელის ლავრის ძეგლთა რესტავრაცია” (2001), “ქართული კედლის მხატვრობის კორპუსი” (2001-2003), “ისტორიულ პირთა გამოსახულებები ქართულ ხელოვნებაში” (2003-2018), “კავკასია და ბიზანტია გვიანანტიკური პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე – ინოვაციური კურიკულუმის შექმნა” (2012-2015), “საზღვრების კვეთა: ქრისტიანები, მუსლიმები და მათი ხელოვნება აღმოსავლეთ ანატოლიასა და კავკასიაში” (2015-2018).
email: zazaskhirtladze@gmail.com; zaza.skhirtladze@tsu.ge
ლევან გიგინეიშვილი - საბჭოს წევრი
ლევან გიგინეიშვილი დაიბა 1972 წ. თბილისში. დაამთავრა: თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა ოქროს მედლით, შემდეგ კი ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრა. თბილისის შემდეგ შვიდი წელი სწავლობდა უცხოეთში, ხუთი წელი უნგრეთში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, შუა საუკუნეების ფაკულტეტზე, და თითო წელი ბელგიაში - ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, ფილოსოფიას - და ამერიკაში - ჰარვარდის უნივერსიტეტში, პედაგოგიკას. 2001 წლიდან 2005 წლამდე ასწავლიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზანტიური ლიტერატურის ისტორიას; 2005 წლიდან 2018 წლამდე იყო ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასწავლიდა ანტიკურ ბერძნულ ლიტერატურას, შუა საუკუნეების ფილოსოფიასა და ახალ აღთქმას. 2018 წლიდან არის სრული პროფესორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში და მიჰყავს შემდეგი კურსები: შესავალი ბიზანტიურ ფილოლოგიაში; შუა საუკუნეების ბერძენი და ლათინი ავტორები. ასევე არის მასწავლებელი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში თბილისში, სადაც ასწავლის ქართულ ლიტერატურას და დასავლური ფილოსოფიის ისტორიას. არის სამეცნიერო სტატიების და ერთი მონოგრაფიის - “იოანე პეტრიწის პლატონური თეოლოგია” - ავტორი.
email: levan.gigineishvili@yahoo.com
გიორგი ჭეიშვილი
ისტორიის დოქტორი, თსუ ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. მისი მრავალწლიანი აკადემიური კვლევის თემატიკაა საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის საკითხები ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში. ის სწავლობს საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის ევოლუციასა და სასაზღვრო რეგიონებში მიმდინარე ეთნო-კულტურულ პროცესებს; არის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საქართველოს ისტორიის ატლასის თანაავტორი და პასუხისმგებელი რედაქტორი.
email: gtcheishvili@hotmail.com