ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია
ამა წლის 17 მარტს, პარასკევს, 15.00 საათზე, ჩატარდება პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია თემაზე: „ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობათა ისტორიის დიდი სიახლე". ლექცია ეხება ბიზანტიურ-ქართული ფილოლოგიის ორ მნიშვნელოვან სიახლეს: ევროპულ ბიზანტინისტიკაში გამოვლენილ ეფთვიმე ათონელის დიდ ღვაწლს ბიზანტიური საეკლესიო მწერლობის ცნობილი ჟანრის - მეტაფრასტიკის გავრცელება-დამკვიდრებაში; და მომხსენებლის მიერ ბარლაამ-რომანის სათაურში მოხსენიებული „წმინდა საბას მონასტრის ბერის იოანეს“ ვინაობის დადგენას, რომელიც ბიზანტინოლოგიაში თხზულების ავტორად იყო მიჩნეული.
საჯარო ლექცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ვარლაამ და იოასაფის ისტორიის ქართულ და ბერძნულ რედაქციათა ურთიერთმიმართება“ (FR-21-2001) ფარგლებში.
მისამართი: თსუ, I კორპუსი (ი. ჭავჭავაძის გამზ. 1), აუდიტ. 107