ზაზა სხირტლაძე - საბჭოს წევრი
განათლება
1974-1979 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით. სადიპლომო ნაშრომი, წარჩინებით: "ქობაირის მონასტრის მოხატულობები";
1987 - ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. სადისერტაციო ნაშრომი: "ბერთუბნის მონასტრის მთავარი ტაძრის მოხატულობა";
2003 - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. სადისერტაციო ნაშრომი: "VIII-IX სს. ქართული მონუმენტური ფერწერის ძირითადი საკითხები. თელოვანის ჯვარპატიოსანი და "გარდამავალი" ხანის მხატვრული ტენდენციები";
სამუშაო გამოცდილება
1979-2004 - ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი;
1987-1998 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის კავკასიოლოგიის კაბინეტის გამგე;
1988-1998 - თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი;
1998-2009 - თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ხელოვნების კათედრის გამგე;
2003 წლიდან დღემდე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
სტაჟირებები
1992-1993 - კულტურული ასოციაცია "პანორამა", ათენი, საბერძნეთი;
1994 - ბრიტანეთის აკადემია, ლონდონი, ვორიკი, დიდი ბრიტანეთი;
1995 - დუმბარტონ ოკსი, ვაშინგტონი, აშშ;
1997 - ათენის უნივერსიტეტი, ათენი, საბერძნეთი;
1999 - კოლეჟ დე ფრანს, პარიზი, საფრანგეთი;
2003 - ბრიტანეთის აკადემია, ლონდონი, ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი;
2004 - კაიროს უნივერსიტეტი, კაირო, ეგვიპტე;
2005 - ბრიტანეთის აკადემია, ლონდონი;
2009 - ლონდონის უნივერსიტეტი;
2012 - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი;
2013 - კემბრიჯის უნივერსიტეტი;
გრანტები და პროექტები
1997-1999 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტი კოლექტიური პროექტისათვის - "ქრისტიანული იკონოგრაფია საქართველოში (ლექსიკონი)" - პროექტის ხელმძღვანელი;
1997-1999 - სამეცნიერო კვლევის მხარდაჭერის ცენტრის (RSS) გრანტი ინდივიდუალური პროექტისათვის - "წმინდა ნინოს სახე ქართულ ხელოვნებაში" _ პროექტის ავტორი;
1997-2000 - ინტასის (INTAS) გრანტი კოლექტიური საერთაშორისო პროექტისათვის "გარეჯის ადრეული ხანის ნაკლებად ცნობილ ძეგლთა ფიქსაცია, კვლევა და რესტავრაცია" - პროექტის კოორდინატორი ქართული მხრიდან, სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ჯგუფის ხელმძღვანელი;
2000 - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის განყოფილების (ECA) გრანტი (ანკარის ბრიტანული არქეოლოგიური ინსტიტუტის (BIAA) და უორიკის უნივერსიტეტის თანადაფინანსებით) საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზაციისათვის "სამონასტრო ცხოვრება უდაბნოში: გარეჯა და ქრისტიანული აღმოსავლეთი" - პროექტის ხელმძღვანელი (თბილისი);
2001 - კულტურული მემკვიდრეობის ფონდის გრანტი გარეჯის წმ. დავითის ლავრის ძეგლთა რესტავრაციის კოლექტიური პროექტისათვის – პროექტის მონაწილე;
2001 - საერთაშორისო კვლევისა და გაცვლის საბჭოს (IREX) გრანტი (აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის განყოფილების (ECA) თანადაფინანსებით) საერთშორისო კონფერენციის მასალების პუბლიკაციისათვის "სამონასტრო ცხოვრება უდაბნოში: გარეჯა და ქრისტიანული აღმოსავლეთი" - პროექტის ხელმძღვანელი;
2003-2008 - საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხელოვნების კვლევის ცენტრის და საქველმოქმედო ფონდ "ცისკარის" პროექტები – "ისტორია სახეებში: ისტორიულ პირთა გამოსახულებები ქართულ ხელოვნებაში" და "ქართველ წმინდანთა გამოსახულებების კორპუსი" - პროექტის ხელმძღვანელი;
2004-2005 - მსოფლიო ბანკისა და საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის პროექტი: "დავით გარეჯის დაცული ლანდშაფტის კონსერვაციის მენეჯმენტის სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება" - კულტურული მემკვიდრეობის კომპონენტის ხელმძღვანელი;
2005 - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გრანტი პროექტისათვის - "მონასტრები და დასახლებები ივრისპირა გარეჯში" - პროექტის მონაწილე;
2007-2008 - ამერიკის საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის გრანტი პროექტისათვის: "გარეჯის უდაბნოს თეთრი უდაბნოს მონასტრის მოხატულობის მოხსნილი ფრაგმენტების გადაუდებელი რეაბილიტაცია" - პროექტის ხელმძღვანელი;
2009-2011 - რუსთაველის ფონდის გრანტი პროექტისათვის - "ქართული, სპარსული და ოსმალური მოხატული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან" - პროექტის მონაწილე;
2010-2013 - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გრანტი პროექტისთვის - "კავკასია და ბიზანტია შუა საუკუნეების განმავლობაში – ინოვაციური კურიკულუმის შექმნა", პროექტის მონაწილე;
2015-2018 - რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი პროექტისთვის - "ანისი: ქართული მემკვიდრეობა", პროექტის ხელმძღვანელი;
2015-2018 - გეტის ფონდის გრანტი პროექტისთვის "საზღვრების გადაკვეთისას: ქრისტიანები და მაჰმადიანები და მათი ხელოვნება ანატოლიასა და კავკასიაში", პროექტის მონაწილე;
2019 - გელათის მეცნიერებათა აკადემიის გრანტი პროექტისთვის "ბიბლიური ტექსტები ძველ ქართულ ფრესკებზე", პროექტის ხელმძღვანელი;
2020 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გრანტი პროექტისთვის "ძველი ქართული კედლის მხატვრობა, მონაცემთა ელექტრონული ბაზა", პროექტის ხელმძღვანელი;
სალექციო კურსები
1985-1998 - მსოფლიო ხელოვნების ისტორია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი;
1988-2009 - ქრისტიანული ხელოვნება - თბილისის სასულიერო აკადემია, ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტი;
1988-2009 - ქართული კედლის მხატვრობა - თბილისის სასულიერო აკადემია;
2003 წლიდან დღემდე - ქართული კედლის მხატვრობა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2003 წლიდან დღემდე - ფერწერული სკოლები შუა საუკუნეების საქართველოში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მაგისტრატურის კურსი;
2003-2006 - ბიზანტიური ფერწერა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბაკალავარიატის კურსი;
2003-2006 - ქართული ოქრომჭედლობა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მაგისტრატურის კურსი;
2006 წლიდან დღემდე - რელიქვიები და ხატები შუა საუკუნეების საქართველოში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მაგისტრატურის კურსი;
2009 წლიდან დღემდე - ძველი საქართველოს არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულება, ბაკალავარიატის კურსი;
2009 წლიდან დღემდე - შუა საუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულება, ბაკალავარიატის კურსი;
მონაწილეობა საერთაშორისო სიმპოზიუმებში
1982- გამოქვაბულ კომპლექსთა რესტავრაციისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი (თბილისი);
1983 - ქართული ხელოვნების IV საერთშორისო სიმპოზიუმები (თბილისი);
1985 - სომხური ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი (ერევანი);
1989 - ქართული ხელოვნების VI საერთშორისო სიმპოზიუმები (თბილისი);
1990 - ბიზანტინისტთა XVI საერთაშორისო წლიური კონფერენცია (ბალტიმორი);
1991 - ბიზანტინისტთა XVIII საერთაშორისო კონგრესი (მოსკოვი);
1990 - ბიზანტინისტთა XVIII საერთაშორისო წლიური კონფერენცია (შემპეინი, ილინოისი);
1994 - ბიზანტინისტთა XVIII საგაზაფხულო სიმპოზიუმი (ბირმინგემი, 1994);
1999 - ბიზანტინისტთა XXXIII საგაზაფხულო სიმპოზიუმი (უორიკი);
2001 - საერთშორისო მრგვალი მაგიდა "საქართველო ირანსა და ევროპას შორის" (თბილისი);
2001 - ბიზანტინისტთა XX საერთაშორისო კონგრესი (პარიზი);
2006 - V საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი (თბილისი);
2006 - ბიზანტინისტთა XXI საერთაშორისო კონგრესი (ლონდონი);
2007 - საერთაშორისო სიმპოზიუმი: ბიზანტინისტიკა საქართველოში - II (ბათუმი;
2007- კავკასიოლოგთა I საერთაშორისო კონგრესი (თბილისი);
2008 - კვიპროსის კვლევის საერთაშორისო სიმპოზიუმი (ნიქოზია);
2008 - ისლამურ ხელნაწერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი (კემბრიჯი);
2009 - ბიზანტინისტთა LLXIII საგაზაფხულო სიმპოზიუმი (ლონდონი);
2011 - საერთაშორისო კოლოქვიუმი "ხელნაწერტა შექმნა მეთერთმეტე საუკუნის კონსტანტინოპოლში (ოქსფორდი);
2011 - ბიზანტინისტთა XXII საერთაშორისო კონგრესი (სოფია);
2011 - VI საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი (თბილისი);
2012 - ბიზანტინისტთა LXV საგაზაფხულო სიმპოზიუმი (ოქსფორდი);
2013 - საერთაშორისო კონფერენცია – "პოსტ-ბიზანტიური ხელოვნება: ქრისტიანული მართლმადიდებლური ხელოვნება "არაბიზანტიურ" სამყაროში?" (ბუდაპეშტი);
2015 - საერთაშორისო სემინარი – "შუა საუკუნეების საქართველო" (ოქსფორდი);
2016 - საერთაშორისო სემინარი - "შუა საუკუნეების ქართული კულტურულ მემკვიდრეობა თურქეთში" (ოქსფორდი);
2016 - IV საერთაშორისო კონფერენცია - "ტაო-კლარჯეთი" (თბილისი);
2017 - საერთაშორისო კონფერენცია - "კულტურული ურთიერთმიმართებები შუა საუკუნეების საქართველოში" (ფრიბურგი)
პროფესიული და სამეცნიერო ორგანიზაციების და რედკოლეგიების წევრობა
2010 წლიდან დღემდე - გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი;
1996 წლიდან დღემდე - გარეჯის კვლევის ცენტრის თავმჯდომარე (1996 წლიდან დღემდე);
2006 წლიდან დღემდე - საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს ეკლესიის ენციკლოპედიის რედაქტორი (ხელოვნების მიმართულება);
2010 წლიდან – დღემდე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის "მოამბის" რედკოლეგიის წევრი;
2015 წლიდან – დღემდე - გელათის მეცნიერებათა აკადემიის შრომების რედაქტორის მოადგილე;
1990-2001 - ჟურნალ "ლიტერატურა და ხელოვნების" რედკოლეგიის წევრი;
1999-2009 - თბილისის სასულიერო აკადემიის "სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომების" რედკოლეგიის წევრი;
2012 წლიდან დღემდე - "საისტორიო კრებულის" ერთ-ერთი გამომცემელ-რედაქტორი;
2008-2018 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალის "ჰუმანიტარული კვლევები. წელიწდეული" რედაქტორი.