აკადემიკოს მზექალა შანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
15 სეტქემბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება აკადემიკოს მზექალა შანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია იმართება გელათის მეცნიერებათა აკადემიისა და თსუ ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის თანამშრომლობით. გთხოვთ, იხილოთ პროგრამა.