Eastchrist

გელათის მეცნიერებათა აკადემიის დარგთაშორისი ახალგაზრდული კონფერენცია

გელათის მეცნიერებათა აკადემია 2026 წლის 2 ივლისს მცხეთაში, სვეტიცხოველში, პატრიარქ მელქისედეკის რეზიდენციაში, დარგთაშორის  ახალგაზრდულ კონფერენციას გამართავს. კონფერენციაში მონაწილეობას თსუ ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ბიბლიის ფილოლოგთა ჯგუფის წევრი, ქვემო საქსონიის გოტინგენის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროექტის “Die Editio critica maior des griechischen Psalters” სტაჟიორი, მარიამ თხინვალელიც მიიღებს. მარიამ თხინვალელი წაიკითხავს მოხსენებას ბიბლიის ტექსტის კვლევა-გამოცემა და თანამედროვე ციფრული საშუალებები. გთხოვთ კონფერენციის სრული პროგრამა იხილოთ დანართში