არმენოლოგიის კათედრა 100 წლისაა

2 ნოემბერს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, რომელიც ასევე მიეძღვნა არმენოლოგიის კათედრის 100 წლისთავს. გამოფენა მომზადდა საქართველოს სახელმწიფო არქივის, კ.კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის მუზეუმისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სს ინსტიტუტის არმენოლოგიის კათედრის ერთობლივი ძალისხმევით. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა წლებში კათედრის მუშაობის ამსახველი უნიკალური დოკუმენტები, სახელოვანი ქართველი არმენოლოგების და ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე მომუშავე ისტორიკოსებისა თუ ფილოლოგების  ავტოგრაფები, პირადი წერილები და  ნივთები, მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოცემები, მდიდარი ფოტომასალა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სომეხ ავტორთა სომხურ და ქართულენოვანი ხელნაწერები.

4 ნოემბერს სტუდენტებისა და  კონფერენციის მონაწილეებისათვის მოეწყო ექსკურსია ატენის სიონში.