ქრისტიანული აღმოსავლეთის სულიერ-ინტელექტუალური ტრადიცია
კვლევის ეს მიმართულება აერთიანებს ქრისტიანული მწერლობის სხვადასვა ჟანრს ქრისტიანულ აღმოსავლეთში - ბიბლეისტიკა, ჰერმენევტიკა, პოლემიკა, ჰაგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია ა.შ. - თუმცა აქცენტით აღმოსავლეთის თეოლოგიურ-ფილოსოფიურ ტრადიციაზე. ცენტრალურ ინტერესს წარმოადგენს წყაროები რომლებიც ასახავენ თეოლოგიურ-დოქტრინალური კამათებს, ეკლესიის კრებებს, სხვადასხვა მოპაექრე მხარეების ურთიერთსაპირისპირო არგუმენტებს. ასევე, კვლევის ფოკუსში იქნება ბერძნული ფილოსოფიურ-დიალექტიკური ტრადიციის ასახვა აღმოავლურ ქრისტიანულ აზროვნებაში და ბერძნული ფილოსოფიური მემკვიდრეობის უტილიზაცია და განვითარება ქრისტიანი ავტორების მიერ.
გარდა ბიზანტიური ბერძნული წყაროებისა, საკვლევი სფეროსთვისმნიშვნელოვანია აღმოსავლეთის სხვა ქრისტიანი ერების - ქართველების, სომხების, კოპტების, სირიელების, არაბების სულიერ-ინტელექტუალური ტრადიციაც, მათი თარგმნილი თუ ორიგინალური ლიტერატურა და ამ ერებს შორის არსებული ლიტერატურულ-მთარგმნელობითი ურთიერთობა.
კვლევა მოწოდებულია წარმოაჩინოს საკვლევი საგანი ფართო ისტორიულ-კულტურულ პერსპექტივაში, კომპარატივისტული დაკავშირებებით, როგორც აღმოსავლეთ ქრისტიანობის წარმოამდგენელ სხვადასხვა ერებს შორის, ისე გარეთ, ამ ერების აღმოსავლეთის არაქრისტიანულ (ზოროასტრიანულ, ისლამურ) და დასავლეთის ლათინ ქრისტიან ერებს შორის.